როგორ შეიცვალა ახალი ავტომობილების ფასები პანდემიის პირობებში
უკვე მესამე წელი დაიწყო რაც მსოფლიო Covid-19 პანდემიას ებრძვის. პანდემიამ თითქმის ყველა ინდუსტრია დააზარალა, მათ შორის საავტომობილოც. ამერიკულმა კომპანია “Kelley Blue Book” ამერიკულ ბაზარზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დაგდინდა თუ რა იყო ახალი ავტომობილების საშუალო ფასი აშშ-ში პანდემიის დაწყებამდე, რამდენად გაიზარდა ის პანდემიის პირობებში და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ მომავალში. კვლევის მიხედვით, ამერიკაში საშუალო ახალი მანქანის ფასი 2021 წლის ზაფხულში 40 000 დოლარზე ოდნავ მეტი იყო, 2022 წელს კი მოსალოდნელია, რომ ფასები 47 00 დოლარამდე გაიზრდება.
საინტერესეო როგორი იყო წლების განმავლობაში ახალი მანქანათა ფასის ზრდის დინამიკა. 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, ახალ ავტომობილთა ფასმა 1800 დოლარით მოიმატა, ხოლო უკვე პანდემიის პირობებში – 2020 წელს $3300-ით – ფაქტობრივად, გააორმაგდა ზრდის დინამიკა. ფასების მკვეთრი მატება გაგრძელდა 2021 წელსაც – ფასები $6220-ით გაიზარდა, 7000 დოლარამდე ზრდაა მოსალოდნელი 2022 წელსაც.
ანალიტიკოსი სტეფანი ბრინლი ახალ ავტომობილთა ფასების მკვეთრ მატებას ასე ხსნის – “დღევანდელი პანდემიური გარემო არსებითად უპრეცედენტოა თანამედროვე ავტოინდუსტრიისთვის. აქამდე არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა აჭარბებდა ახალი მანქანების მიწოდებას. შესაბამისად მოთხოვნის ზრდამ და შეუფერხებლად მიწოდების შეუძლებლობამ საბოლოოდ გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა. “
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანდემიის დაწყებას მოყვა ე.წ. “ჩიპების დეფიციტი”, რის გამოც შეფერხდა ახალი ავტომობილების გამოშვების დინამიკა. აშშ-სა და ჩინეთში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა ავტომანქანების წარმოება. ანალიტიკოსი დასძენს, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტომწარმოებლების არაკეთილსინდისიერებაცაა. კერძოდ, ისინი იმიზეზებენ “ჩიპების დეფიციტს” და მთელ თავიანთ რესურსს მაღალმომგებიან მოდელებზე ხარჯავენ და ნაკლებად უშვებენ შედარებით იაფიან მანქანებს, რაც თავისთავად იწვევს ახალი ავტომობილების საშუალო ფასის ზრდას.