საწვავის დაზოგვის 5 საუკეთესო ხერხი

საწვავის ფასების უკონტროლო მატებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიცოდეთ მისი წვის დაზოგვის ხერხები.


1) ბოლომდე დაბერეთ ავტომობილის საბურავები

პრინციპი მარტივია – როდესაც საბურავები დაშვებულია, თქვენს ავტომანქანას უფრო დიდი სიმძლავრისა და ენერგიის დახარჯვა უწევს მოძრაობისთვის, შესაბამისად, იზრდება წვის რაოდენობაც. ცუდად დაბერილი საბურავები წვას 10%-ით ზრდის.


2) შეამცირეთ თქვენი ავტომანქანის წონა.

მათთვის ვისაც საბარგულში არასაჭირო ნივთების შენახვის ჩვევა გაქვთ, დროა ის დავიწყებას მისცეთ. ყოველი დამატებითი 50 კილოგრამი 2 პროცენტით ამცირებს საწვავის ეფექტურობას.


3) შეეცადოთ აწიოთ ფანჯრები სწრაფად მართვისას.

ჩაწეული ფანჯრებით სწრაფი მართვისას იმატებს ქარის წინააღმდეგობა, რაც იწვევს საწვავის მომატებულ ხარჯვას. უმჯობესია, თუ ავტომობილს აწეული ფანჯრებით ატარებთ.


4)  არ მართოთ თქვენი ავტომანქანა არც ზედმეტად სწრაფად და არც ზედმეტად ნელა.

სწრაფად მართვისას ავტომანქანას უწევს ქარის წინააღმდეგობის აღმოფხვრა. 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას თქვენ დაწვავთ 15 პროცენტით მეტს, ხოლო 110 კმ/სთ-ზე სწრაფად მოძრაობისას კი – 25 პროცენტით ზედმეტ საწვავს. თუმცა არც ნელა სიარულია კარგი ეფექტური წვისათვის. თუ ავტომანქანას 50 კმ/სთ-ზე ნელა მართავთ, თქვენი ძრავა დაეცემა დაბალ სიჩქარეზე და ასევე გამოიწვევს საწვავის ზედმეტ წვას. იდეალური საწვავის ეფექტურობის მისაღებად სასურველია ავტომანქანა მართოთ 50-90 კმ/სთ სიჩქარით.


5) ყურადღება მიაქციეთ აჩქარებასა და დამუხრუჭებას.

შეეცადეთ ააჩქაროთ სიჩქარე ნელა, რადგან სწრაფი აჩქარებისათვის ავტომანქანის ძრავას ბევრი საწვავის დახარჯვა უწევს. ასევე შეეცადეთ იშვიათად დაამუხრუჭოთ, განსაკუთრებით გაითვალისწინეთ ეს მაშინ, როდესაც სხვა მანქანას მიყვებით ზოლში. დამუხრუჭების შემდეგ თავიდან გიწევთ მანქანის აჩქარება, ხშირი ასეთი აჩქარება არასასურველია საწვავის ეფექტური წვისათვის.