ჰიბრიდის თავიდან დაბადება: შეეგებეთ 2023 წლის Toyota Prius-ს
ყველაფერი 2001 წელს დაიწყო, 22 წლის წინ, როცა ტოიოტამ პირველი თაობის პრიუსი წარადგინა, ელექტრო ძრავისა და საწვავზე მომუშავე ძრავების ნაზავი. მანქანა, რომელიც მანამდე არნახული ეკონომიურობით გამოირჩეოდა. გუშინ, 16 ნოემბერს, კალიფორნიაში კი ტოიოტამ 2023 წლის პრიუსი და პრიუს პრაიმი წარადგინა. როგორც თვითონ ამბობენ, ეს ჰიბრიდული ავტომანქანების ახლად დაბადებაა. თუ რატომ არიან ასე თავდაჯერებულები, მოდით ერთად გავარკვიოთ.
პრიუსმა არამხოლოდ ეკონომიურ წვას მიაღწია, 2001 წლის შემდეგ მსოფლიოში მისი 25 მილიონზე მეტი მოდელი გაიყიდა, საერთო ჯამში, კი დაახლოებით 82 მილიონი ტონა CO2 ემისია აირიდა თავიდან. როგორც ტოიოტას მესვეურები ამბობენ ახალი წვის ტექნოლოგია Mirai-მათ ნულოვანი ემისიის მიღწევაში დაეხმარებათ. ავტომანქანა ნულოვანი ემისიით, ნამდვილად ახალი სიტყვაა მთელს ავტო ინდუსტრიაში.
ინტერიერი
ალბათ ფრაზა “მე მაგ უთოს არ გავატარებ” ყველას მოგვისმენია, ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა 2023 წლის პრიუსი ყველაზე კრიტიკულ მძღოლებსაც კი არანაირ საბაბს არ მისცემს. იაპონიაში შექმნილი ინტერიერის დიზაინი ნამდვილად ქმნის სიმდიდრისა და უაღრესად დახვეწილი ინტერიერის განცდას. პანორამული სახურავი, უფრო დაბლა მყოფი სავარძლები, მეტი ინტერიერის სივრცე, დახვეწილი-ტყავის სალონი და რაც მთავარია დიდი საბარგული, ყველაფერია, რაც გჭირდება.
ძრავა
ტოიოტას გუნდში იდეალურად დააბალანსეს ეკონომიური წვა, სისწრაფე და მართვის სიმარტივე. ძარის მიღმა მეხუთე თაობის ჰიბრიდული 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავა იმალება. 2023 წლის პრიუსში ელემენტები ლითიუმითაა დამზადებული, რაც 15% უფრო ეფექტიანია, ვიდრე წინა თაობის ნიკელით დამზადებული ელემენტები.
პრიუსს 194 ცხენის ძალა ექნება და 100 კმ/სთ-ს 7.2 წამში განავითარებს, რაც 26%-ით უფრო სწრაფია ვიდრე მისი წინამორბედი. 2023 წლის პრიუსი წინა თაობის პრიუსებზე ეკონომიური იქნება და 100 კილომეტრს საშუალოდ 4.1 ლიტრი საწვავით გაივლით.
ის მართვის 3 მოდელს გვთავაზობს – ნორმალურს, ეკოსა და სპორტულს. ეკო რეჟიმის გამოყენებისას აქცენტი მაქსიმალურად დიდი მანძილის დაფარვაზეა გაკეთებული, სპორტული, კი პირიქით, მაქსიმალურ სისწრაფესა და მოქნილობაზე.
ავტომანქანაში ყველაფერია, რაც 2023 წლის ავტომანქანას უნდა ჰქონდეს, იდეალური უსაფრთხოების, პარკირების სისტემა, უკანა ხედვის კამერა, სენსორები და კრუიზ კონტროლი.
ფასი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა როგორც პროგნოზირებენ 2023 წლის პრიუსი $30 000 – $40 000 ეღირება. მოდი ბევრი აღარ გავაგრძელოთ, ქალბატონებო და ბატონებო, შეეგებეთ 2023 წლის ტოიოტა პრიუსს: