2022 / 2023 წლის 9 საუკეთესო ჰიბრიდული ავტომანქანები

ავტოინდუსტრია ბოლო ხანებში მთლიანად ელექტრო მანქანების განვითარებაზეა გადართული, შესაბამისად ჰიბრიდული მანქანების განვითარება შედარებით შემცირებულია. ბაზარზე სულ რამდენიმე წამყვანი მოთამაშეა დარჩენილი. Toyota/Lexus ასევე Honda, Hyundai და Kia.

მიუხედავად ელექტრო მანქანებზე გაზრდილი მოთხოვნისა, ჰიბრიდული მანქანები ჯერ კიდევ მიმზიდველია მძღოლებისთვის. დღეს წლევანდელ საუკეთესო ჰიბრიდულ მანქანებზე, მათ უპირატესობებსა და ხარვეზებზე გესაუბრებით:

საუკეთესო მცირე ზომის ჰიბრიდული ავტომანქანები

Honda Insight
დადებითი: მაღალი ხარისხის სალონი; ლამაზი დიზაინი;
მინუსები: მოძველებული ტექნიკური ინტერფეისი
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 4.7 L/100km

Hyundai Elantra Hybrid
დადებითი: კომპაქტურია; ნორმალური მართვის გამოცდილება; დიდი ინტერიერი
მინუსები: ზედმეტი სტილისტური დეტალები.
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 4.5 L/100km

Toyota Prius
დადებითი: ხელმისაწვდომია 4×4-ზე; დიდი საბარგულის სივრცე.
მინუსები: ხმამაღალია; უცნაური ინტერიერის დიზაინი;
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 4.35 L/100Km

საუკეთესო საშუალო ზომის ჰიბრიდული ავტომანქანები

Honda Accord Hybrid

დადებითი: პრემიუმ კლასის წამყვანი უკანა სავარძელი და საბარგულის სივრცე; იდეალური მართვის სისტემა
მინუსები: საწვავის დაბალი ეფექტურობა სხვადასხვა სპორტულ რეჟიმებზე გადაყვანისას
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 5.2 L/100km

Hyundai Sonata Hybrid

დადებითი: უსაფრთხოების მაღალი დონე; თამამი სტილი;
მინუსები: არ აქვს გამოკვეთილი მინუზები
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 4.7 L/100km

Toyota Camry Hybrid

დადებითი: Camry-ის დახვეწილი დიზაინი და ბიზნეს კლასის გამოცდილება
მინუსები: მოძველებული საინფორმაციო სისტემა; ნაკლებად დახვეწილი ენერგიის მიწოდება
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 4.8 L/100km

საუკეთესო ძვირადღირებული ჰიბრიდული მანქანები

Lexus ES 300h

დადებითი: მხოლოდ 5.3 L/100km-ზე წვით ამ გაბარიტებისა და წონის მანქანისთვის; საოცრად კარგი სამართავია; ინტერიერის უზადო ხარისხი
მინუსები: ნელია მისი საფასო კატეგორიის მანქანისთვის
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 5.3 L/100km-ზე

Lexus LC 500h

დადებითი: ულამაზესი ინტერიერი და ექსტერიერი; საწვავის განსაკუთრებული ეკონომია ძვირადღირებული GT-სერიისთვის
მინუსები: ჰიბრიდული ენერგიის მიწოდება შეიძლება ცოტა უცნაურად გამოიყურებოდეს ასეთ მანქანაში
EPA-ის სავარაუდო საწვავის ეკონომია: 8.1 L/100km

Lexus LS 500h

დადებითი: გამორჩეული და დახვეწილი ინტერიერი; საწვავის განსაკუთრებული ეკონომია
მინუსები: ნაკლებად მძლავრი, ვიდრე სხვა ფლაგმანი ძვირადღირებული სედანები; ნაკლებად დახვეწილი საინფორმაციო სისტემა
EPA-ს მიერ შეფასებული საწვავის ეკონომია: 8.7 L/100km