დიზელი VS ბენზინი (ძრავი)

დიზელის ძრავი სჯობს თუ ბენზინის? ეს ის კითხვაა, რომელსაც ავტომოყვარულები ხშირად სვამენ. დღევანდელ სტატიაში გვინდა ორივე ძრავის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე ვისაუბროთ.  

დიზელის ძრავის დადებითი მხარეები:

  • დიზელის უმთავრესი უპირატესობა, ცალსახად, მისი წვის სიმცირეა. დიზელის ძრავი ბენზინის ძრავზე 30 %-ით ეფექტიანია
  • დიზელის ძრავი  20 %-ით ნაკლებ  CO2-ს გამოყოფს, ვიდრე ბენზინის ძრავი, შესაბამისად ნაკლებად აზიანებს ჰაერს.  
  • დიზელის ძრავის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სიმძლავრეა. სწორედ ამიტომ, მძიმე ტვირთის გადასატანად, უფრო ხშირად დიზელის ძრავას იყენებენ.
  • დიზელის ძრავის მქონე ავტომანქანების ცვეთა უფრო ნელა მიმდინარეობს.

ახლა კი დროა დიზელის ძრავის უარყოფითი მხარეები განვიხილოთ:

  • დიზელის ძრავის მქონე ავტომანქანების ფასი შედარებით ძვირია
  • უფრო ძვირია დიზელის საწვავის ღირებულებაც
  • ასევე უფრო ძვირია დიზელის ძრავის შეკეთების ხარჯები
  • დიზელის ძრავა მეტად პრობლემატურია. მაგალითად, თუ თქვენ ტრასაზე  ავტომანქანას რეგულარულად არ მართავთ, შესაძლოა დაბინძურდეს და გაიჭედოს ფილტრი, რისი გასუფთავება, ან გამოცვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. გარდა ამისა, დიზელის საწვავში არსებული წვრილი ნაწილაკები რიგ შემთხვევებში იწვევს ძრავის დაზიანებას.
  • მისი ერთ-ერთი ნეგატიური მხარე ხმაა, დიზელის ძრავი ბენზინის ძრავაზე უფრო ხმაურიანია.


საერთო ჯამში ორივე ძრავს გააჩნია თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, შესაბამისად, არჩევანიც თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა გააკეთოთ.